თა თბ თე თვ თი თმ თო თუ თხ
თაბ თაგ თავ თათ თალ თამ თან თარ თაფ თაქ თაღ თაყ თახ

„თავფარავნელი ჭაბუკი“

ქართული ხალხური ბალადა. პირველად 1882 წ. ჩაიწერა. გავრცელებულია უმთავრესად აღმ. საქართველოში. ბალადა მოგვითხრობს „წყალგაღმა“ მცხოვრები ქალისა და თავფარავნელი ჭაბუკის სიყვარულის ამბავს: ღამით ჭაბუკი მიცურავს სატრფოსაკენ, ქალის მიერ ანთებული სანთელი გზას უნათებს; „ავსული ბებერი“ აქრობს სინათლეს. ვაჟი წყალში იხრჩობა. ვ. კოტეტიშვილის აზრით, ბალადა მოარულ სიუჟეტზეა აგებული.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9