ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაჟ ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაჩ ბაც ბახ ბაჯ

ბაღვაში

(საქ. ენც. ტ. I) მსხვილ ფეოდალთა საგვარეულო IX-XI ს.ს. საქართველოში, (ზემო იმერეთი) ძვ. მფლობელები. გვარის სტრუქტურიდან გამომდინარე. ბაღვაშები ლაზურ-ჭანური წარმოშობისა უნდა ყოფილიყვნენ. წყაროებში ზოგჯერ იხსენიებიან სახელწოდებით ლიპარიტები. IX ს-ის 70-იან წლებში გვარის უფროსმა ლიპარიტ ბაღვაშმა დავით I კურაპალატი იუფლა, აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა, გუარამ მამფალის კუთვნილი ქვეყანა (თრიალეთი) დაიპყრო და შექმნა კლდეკარის ძლიერი საერისთავო. მის შთამომავლებს ერისთავთერისთავის ტიტული ჰქონდათ. ბაღვაშების II შტოს წარმომადგენლები იყვნენ რაჭის ერისთავები. კლდეკარის ბაღვაშები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, სამეფო–სამთავროთა ბრძოლაში პირველობისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის. ხშირად ატარებდნენ დამოუკიდებელ პოლიტიკას; ისინი ოპოზიციაში ედგნენ გაერთიანებული საქართველოს მეფეებს, ეწეოდნენ დიდ სამშენებლო და ლიტერატურულ საქმიანობას. დავით აღმაშენებელმა კლდეკარის საერისთავო გააუქმა, ბაღვაშების მამული არგვეთში გელათს შესწირა.
 
„ერთი მიზნისაკენ ორმა წარსდგა ნაბიჯი ბაგრატოვანმა და ბაღვაშმა, მაგრამ მეფე იმარჯვებს.“ („დავით აღმაშენებელი“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9