საქართველოს მეფე 1184 წ.-დან, გიორგი III-ის ასული. 1178 წ. გიორგი III-ე თანამოსაყდრედ აკურთხა. 1184 წ.-დან; გიორგი II-ის გარდაცვალების შემდეგ, ერთმმართველი გახდა. მისი გამეფებისთანავე არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. უპირველეს ყოვლისა წ. მათ ხელახლა აკურთხეს მეფედ, რითაც საზი გაუსვეს თავიანთ უფლებებს. 105 წ. გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა წ.- ს მისი სურვილის წინააღმდეგ შერთო ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური (გიორგი). ორნახევარი წლის შემდეგ VI. განქორწინდა და იური საქართველოდან განდევნეს. დაახლ. 1189 (ან 1187) იქორწინა დავით სოსლანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი ლაშა და რუსუდანი. მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალები V.-ის წინააღმდეგ აწყობდნენ აჯანყებებსა და შეთქმულებებს, მაგრამ მეფე სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. XII ს. 90-იანი წლებიდან საქართველომ ფართო ფრონტით შეუტია სელჩუკებს. 1195 წ. შამქორთან ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს; 1203 წ. დაამარცხეს რუმის სულთნის რუქნადინის ლაშქარი (ბასიანის ბრძოლა); 1201-1203 წწ. აიღეს სომხეთის ქალაქები ანისი და დვინი, რის შედეგადაც სომხეთის ჩრდ. და ცენტ. ნაწილი საქართველოს შეუერთდა. 1204 წელს აიღეს ყარსი. იმავე წელს შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია, რომელიც შემდეგ საქართველოს პოლიტ. გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. 1210 წ. დალაშქრეს ირანი. თ.-ის მეფობის დროს საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები იყვნენ: აღმ. შირვანი და რანი, ჩრდ. ქაშაგეთი, ოსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ხუნძეთი, ლეკეთი და დარუბანდი. XII ს. დასასრულსა და XIII ს. დასაწყისში ფეოდალურმა საქართველომ თავისი პოლიტიკური სიძლიერის, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. თ.-ის მეფობის პერიოდში ფართო მასშტაბის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა: აშენდა გზები, ხიდები, ციხესიმაგრეები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები მის დროსაა აგებული ბერთუბნის, ბეთანიის მონასტრები, ვარძიის კლდეში სამონასტრო კომპლექსი და სხვა. წ. მფარველობდა და მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართული კულტურის ცენტრებს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, მფარველობას უწევდა მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვანთ. ეკლესიამ თ. წმინდანად შერაცხა. ისტორიკოსები, პოეტები და ფუნჯის ოსტატები ხოტბას ასხამენ მას. თ. იქცა ქართველი ხალხის სათაყვანებელ პიროვნებად. ძვ. საქართველოს მოღვაწეებიდან ყველაზე მეტი პოემა, ლექსი, ლეგენდა თ.-სადმია მიძღვნილი (ჩახრუხაძისა და შავთელის ოდები, შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“).
- „ქალო, ქართველთა სულისდგმავ,/ქალო, ქართველთა დედაო/მოწყალედ გვექმენ ქართველთა,/ჩემო ლამაზო დედაო“ („დიდი თამარი“ ვაჟა).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3