გადასახადებისაგან თავისუფალი და გარკვეული პრივილეგიების მქონე პირი, რომელსაც ეძლეოდა თარხნობის, ანუ შეუვალობის სიგელი. იხმარებოდა აზატის სინონიმადაც. თ.-ობას ანიჭებდნენ როგორც თავადაზნაურს, ეკლესია-მონასტრებს, დიდვაჭრებს, ისე გლეხებს. როსტომ მეფემ გ. სააკაძის შვილს იორამს უბოძა თ.-ობა. ამის შემდეგ მისი შთამომავალი თარხნიშვილებად იწოდებოდა, რაც გათავადებას ნიშნავდა.