თა თბ თე თვ თი თმ თო თუ თხ
თაბ თაგ თავ თათ თალ თამ თან თარ თაფ თაქ თაღ თაყ თახ

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე

(1863-1953) (ქსე) ქართველი მეცნიერი, საქ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი, პროფესორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკ. გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგის უნ.ტის ისტ.-ფილ. ფაკ.-ტი XIX ს. 90-იანი წლებიდან მუშაობა დაიწყო საქ. სიძველეთა შეკრებისა და მათი მეცნიერულად დამუშავებისათვის. მან დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოება აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნ.-ტის დაარსებაში; იყო უნ.-ტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი, არქეოლოგიის კათედრის გამგე. 1921-1945 წლები ემიგრაციაში გაატარა საფრანგეთში, სადაც მეთვალყურეობდა საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ გატანილ სამუზეუმო განძეულობას. მისი ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი იყო ამ საგანძურის დაცვა მეტად ძნელ პირობებში. იგი საქართველოში დაბრუნდა ამ განძთან ერთად. ემიგრაციის წლებში ინტენსიურ მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა, აქვეყნებდა გამოკვლევებს საქართველოს ისტორიასა და წყაროთმცოდნეობაში. დიდი მნიშვნელობა აქვს მის ნაშრომებს: „არქეოლოგიური ექსკურსიები,“ „ხელნაწერთა აღწერილობანი.“ წ.-მა აღმოაჩინა და მეცნიერული კომენტარით გამოაქვეყნა ქართული სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი „ხელმწიფის კარის გარიგება.“ თ.-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგორის განძის შეგროვებასა და დაცვაში. მან კვალდაკვალ ამ განძის შემსყიდველ-გამყიდველებს. განძის უმეტეს ნაწილს თავი მოუყარა და საბოლოოდ კავკ. მუზეუმში დააბინავა. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა წ.-ის 1007 წლის არქეოლოგიურ მოგზაურობას სამხ. საქართველოში. 1917 წ. მოწყობილ ექსპედიციაში შესწავლილი იქნა ხახულის, იშხნის, ოშკის, ექეჯის და სხვა ტაძრები. აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა,გაარკვია მანამდე ლიტერატურაში უცნობი ზოგიერთი მონასტრის სახელი. თ.-ის არქეოლ მოგზაურობამ დიდი როლი ითამაშა ქართული კულტურის ძეგლების აღწერისა და შესწავლის საქმეში. ნაშრომი „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“ დაჯილდოებულია რუსეთის საიმპერატორო არქეოლ. საზოგადოების დიდი ოქროს მედლით (1911 წ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9