(გვარად სააკაძე) (ქსე) ქართველი საეკლესიო მოღვაწე, პოეტი, თბილისის მიტროპოლიტი, გიორგი სააკაძის ძმისწული. მის პოეტურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული პატრიოტული ეპოსის თვალსაჩინო ძეგლს პოემა „დიდმოურავიანს“, რომელიც უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგაა ქართველი ხალხის ბრძოლის ამსახველი გმირული ეპოპეაა. ი. თ. „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი გამგრძელებელია (დაურთო 67 სტროფი).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3