თა თბ თე თვ თი თმ თო თუ თხ
თბი

თბილისის სათავადაზნაურო ბანკი

დაარსების იდეა საგლეხო რეფორმის პერიოდში წარმოიშვა. ინიციატორი იყო ცნობილი საზ. მოღვაწე, თბილისის გუბერნიის მარშალი დ. ყიფიანი. მანვე შეიმუშავა ბანკის წესდების პროექტი, მაგრამ მთავრობამ არ დაამტკიცა. 70-იანი წლებიდან საადგილმამულო ბანკის დაარსებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თერგდალეულებმა ი. ჭავჭავაძის მეთაურობით. მათი შეხედულებით, ბანკი ქართველთა კონსოლიდაციის, მისი თვითმოქმედების დასაყრდენი უნდა ყოფილიყო. ი. ჭავჭავაძემ შეიმუშავა ბანკის წესდების ახალი პროექტი, რომელიც მოწონებული იქნა და 1874 წ. დაამტკიცა იმპერიის ფინანსთა სამინისტრომ. ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს ი. ჭავჭავაძე. საკრედიტო ოპერაციები ბანკმა 1875 წ. დაიწყო თბილისის ბანკის მოგების ნაწილს (45%, 35%) იყენებდნენ ქართული საზოგადოების კულტ. საქიროებისათვის. ბანკი მოგების ანარიცხებით აფინანსებდა ქართულ გიმნაზიას და წინამძღვრიანთკარს სოფლის მეურნეობის სკოლას. სისტემატურ დახმარებას უწევდა ქართულ თეატრს, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ.-ბას, რუსულ და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე სტუდენტებს; საგრძნობ თანხას ხარჯავდა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე. ი. ჭავჭავაძემ, რომელიც ბანკს 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, იგი გადააქცია დიდი დიაპაზონის საკრედიტო და საქველმოქმედო საზოგადოებად. 1905 წ. ბანკის ძირითადი კაპიტალი იყო 579 ათასი მანეთი. ბანკმა დიდი როლი ითამაშა საქართველოს სოც. ეკონ. და კულტ. განვითარების საქმეში.
 
„თბილისი სათავადაზნაურო ბანკს განაგებდა პირველკლასელთა მეთაური ილია ჭავჭავაძე“ (ნ. გრიგალ.წიგნი I).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9