(1868-1928) (ქსე) რაზიკაშვილი ნიკოლოზ პავლეს ძე. ვაჟა-ფშაველას ძმა, პოეტი, გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა სოფლებში. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 80-იან წლებში. განიცდიდა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და თავისი ძმის ვაჟას გავლენას. მისი შემოქმედების თემატიკას იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავდა. ლექსები: „ნატვრა, „ტყვის სიმღერა, „მუხა“, „ვინა სთქვა საქართველოზე“ და სხვ. სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით გადმოსცემდა სამშობლოს მძიმე მდგომარეობას („ოცნება პატიმრისა“, „გზააბნეული“). პოეტი მთიელთა ყოფა-ცხოვრების ზოგიერთი წეს-ჩვეულების დრომოჭმულობას ამხელს პოემა-რომანში „წაწლობა.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3