თა თბ თე თვ თი თმ თო თუ თხ
თებ თევ თეზ თეთ თეი თელ თემ თეო თერ თეფ თეჯ

თეიმურაზ II

(1700-1769) (ქსე) კახეთის შეფე-გამგებელი„ ქართლის მეფე. მოქნილი საგარეო პოლიტიკით შეძლო ქართლისა და კახეთის შემომტკიცება. კახეთში თავისი შვილი ერეკლე (I გაამეფა, თვითონ კი ქართლი დაიჭირა და ამ გზით ქართლისა და კახეთის სამეფოთა გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი. VI. II 1745 წ. ძვ. ქართული წესით ეკურთხა ქართლის მეფედ, თუმცა ქართლ-კახეთი ირანთან ჯერ კიდევ ვასალურ დამოკიდებულებაში იყო. მისი გაერთიანება და ქრისტიანული წესით მეფედ კურთხევა დიდი მიღწევა იყო საქართველოს გ'ხასე. თ. II-მ ერეკლე მეფესთან ერთად დაიწყო ბრძოლა დაღესტნელი ფეოდალების თავხედობის წინააღმდეგ. საგარეო პოლიტიკაში რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო. 1760 წ. გაემგზავრა რუსეთს დახმარების სათხოვნელად ჯარით ან ფულადი სესხის სახით. რუსეთი ამ დროს შვიდწლიან ომში იყო ჩართული და ვერ გამოეხმაურა წ. II-ის წინადადებას. თ. II გარდაიცვალა პეტერბურგში; დასაფლავებულია ასტრახანის მიძინების ტაძარში. თ. II აღორძინების ხანის მწერალია. იგი იყო პოეტი და მთარგმნელი. მის თხზულებათაგან აღსანიშნავია პოემა „დღისა და ღამის გაბაასება,“ ანუ „სარკე თქმულთა.-“ დღისა და ღამის გაბაასების ფონზე ავტორი გვაძლევს ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო ცნობებს. ეხმაურება არჩილ II-ის თხზულებას საქართველოს ზნეობანი.“ თ II-ის ლექსებში გამოხატულია ქრისტიანული განწყობილება. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია მისი გაბაასება რუსთაველთან.“ თ. II აღიარებს „მართლის თქმის“ პრინციპს. მას ეკუთვნის „ხილთა ქება,“ ანბანთქებები, კიდურწერილობა. სპარსულიდან თარგმნა „თიმსარიანი.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9