(ისტ.) ქვეყნის ნაწილი, მხარე, კუთხე, გაერთიანებული გეოგრაფიულ-ეთნიკური ნიშნის მიხედვით. ერთად მცხოვრები მოსახლეობა; სოფელი: საზოგადოება დიდ თ.-ად ცხოვრება. გურიის თ.
(ისტ.) საქართველოს მთიანეთში ერთი გვარი მოსახლეობა, რომელსაც ჰყავდა თავისი უფროსი, ჰქონდა თავის წეს-ჩვეულებები. ფშაველთა თ, თ.-ის დროშა.
(ძვ.) იმერეთში ერთად თავმოყრილი, ერთად შეყრილი ხალხი (სალაპარაკოდ, დროის გასატარებლად, ღრეობაზე).
რევოლუციამდე: უმცირესი ადმინისტრაციული ერთეული მაზრის შემადგენლობაში. თემის აღმასკომი. წ. წინარე ისტ. ხანაში ძირითადი სოც. ჯგუფი, რომელიც კოლექტიურად ფლობდა საწარმოო საშუალებებს.
- „თემს რაც სწადიან, მას იზამს, თავის თემობის წესითა“ („ვაჟა“).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3