(1336-1405) (ქსე) (ევროპ. „ტამერლანი“) ხოჯა-ილგარი, შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი, გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. სახელი გაითქვა შინაომებში. 1362 წ. ფეხში დაიჭრა და ამის გამო „თემურ ლენგი“ (ტაჯიკურად „კოჭლი თემური“) შეარქვეს. თ. ლ. -ის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა კონგლომერატს. V. ლ. დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნ. და ტექნ. განვითარებას. დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი. თ. ლ.-ის ლაშქრობები გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სისასტიკით. 1306-1403 წ. თ. ლ. რვაჯერ შემოესია საქართველოს და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებას. კაცთმოძულე (მიზანთროპი) ჯალათი სადაც გაივლიდა, ყველგან ნანგრევები რჩებოდა. „რკინის ლენგის,“ „კოჭლი რკინაკაცის“ მზერა უფერული და უსიცოცხლო იყო. ისტორიკოსები წერდნენ, რომ მას ერთხელაც არ გაუღიმია 30 წლის განმავლობაში. თ. ლ.-ს უყვარდა პირამიდების შენება არა ჩვეულებრივი ლოდებით არამედ ადამიანთა თავის ქალებისაგან. ბაღდადი რომ აიღო ჩოფურა ქერა ხეიბარძა თ. ლ.-მა, ადამიანთა ძვლებისა და თავებისაგან 120 პირამიდა ააგო. მრავალი ასეთი პირამიდა ააშენა ინდოეთში. თ.- ის ტახტის ქვეშ მოქცეული იყო „მცირე პირამიდა,“ დამარცხებულ მბრძანებელთა თავებისაგან ნაგები (აირაპეტოვი, „ჯანმრთელობა, ემოციები, სილამაზე“)
- „საარაკო ლანგ-თემურმა მხოლოდ აქ საქართველოში) იგრძნო თავისი კოჭლობა, როცა ამ პატარა „ქვეყნის ქვაკუთხედს“ წამოჰკრა ფეხი“ („ბაში-აჩუკი“ აკ. წერ.)
- „როგორც ხმალი ძმებო ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია“ (გ, ლეონ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3