სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

სამოციანელები

XIX ს. 60-იანი წლების ქართული ლიტ.- საზოგ. დაჯგუფება. ს.-ის უმრავლესობას უმაღლესი განათლება რუსეთსა და ევრ. სასწ. ჰქონდათ მიღებული ისინი საფუძვლიანად იცნობდნენ რუსული დემზოკრ. აზროვნების, ევროპის ქვეყნების ეროვნ.-განმათავ, მოძრაობას, რამაც ხელი შეუწყო ს-ის საზ.-პოლიტ. შეხედულებათა და ლიტ.-ესთეტ. პლატფორმის ჩამოყალიბებას. პირველ ხანებში ისინი თანამშრომლობდნენ უურნალ „ცისკარში“ ი, ჭავჭავაძის მეთაურობით „საქართველოს მოამბეში“ (4. ნაკაშიძე, აკ. და გ. წერეთლები, ჰ. უმიკაშვილი და სხვ.). ს. ემსახურებოდნენ რეალისტური ლიტ.-ის დამკვიდრებას, იბრძოდნენ ხელოვნებისა და მწერლობის დემოკრატიზაციისათვის. მათ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული ქართ. სალიტ. ენის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, რაც ემყარებოდა დებულება” – „ხალხია ენის კანონების დამდები“ (ილ. ქავჭ-). ს.-მა დაამკვიდრეს ქართ. ლიტ-ში კრიტიკული რეალიზმი, ხელი შეუწყვეს ბევრი კულტ. საგანმანათ. დაწესებულებისა და ორგანიზაციის შექმნას.
იხ. აგრეთვე: თერგდალეულები
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9