თა თბ თე თვ თი თმ თო თუ თხ
თომ თორ თოფ თოქ თოხ

თორნიკე ერისთავი

ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი გამშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორჩანელის ძე. ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში მოღვაწეობდა. 979 წ. თ. ქ.- ს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. წ. ე. პირველად ბერობას იმიზეზებდა და უარობდა. მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა. დავით კურაპალატმა V. მ..-ის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომლებმაც სძლიეს სკლიაროსს და ხელთ იგდეს ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლებამ დაპირების თანახმად წ. მშ. დაასაჩუქრა ნადავლით. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტერს მოახმარა. 980 წლის ახლო სანებში თ. მ.-ს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერის წოდება უბოძა), თ. ე.-ს შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9