უძველესი დროიდან ცნობილი ხალხურ მკურნალთა საგვარეულო; ძირითადად ზემო შორაპნიდან იყვნენ. განსაკუთრებული წესით დამზადებული მალამოთი მკურნალობდნენ ინფიცირებულ ჭრილობებს, კანის ზოგიერთ დაავადებას, სიდამწვრეს და სხვ. მკურნალობის მეთოდს გადასცემდნენ მემკვიდრეობით ცნობილია, რომ 1812 წ. კახეთის აჯანყების დროს დაჭრილი პოეტის ალ. ჭავჭავაძის სამკურნალოდ ქუთაისიდან მოიწვიეს თურმანიძე. არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ იტალიელი სახალხო გმირი ჯ. გარიბალდი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა და განკურნა საქართველოდან მოწვეულმა ერთერთმა თურმანიძემ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ წ. რუსეთის არმიაშიც მსახურობდნენ ქირურგებად.
- „სულზე მიუსწრო თურმანიძემ ავადმყოფს“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3