თა თბ თე თვ თი თმ თო თუ თხ
თულ თუმ თურ თუღ

თუღი

ცხენის ძუა ან ტიბეტური ხარის იაკის კუდი, თურქთა ძველი ტოტემური ემბლემა. მოოქროული სპილენძის ან ძვლის ბურთულით დაბოლოებული ხის გრძელ ტარზე მიბმული ცხენის ძუა. თული ოსმალეთის სახელმწიფოს დიდ მოხელეთა უფლებამოსილებისა და სამხედრო წოდების ნიშანი იყო. ზოგჯერ თუღი თავსაბურავზეც ჰქონდათ დამაგრებული. თუღის სინონიმებია ბუნჩუკი, სურღუჯი.
 
„არზრუმის სარასკირი სამთუღიანი ქოსა-ფაშა და ახალციხის ორთუღიანი ახმედ-ფაშა ხიმშიაშვილი ბასკუვიჩზე უფრო დიდი სარდლები არიან“ („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9