სასულიერო პოეზიის კრებული, საეკლესიო საგალობელთა წიგნი, ქართული ლიტურგიის კრებული, რომელშიც თავმოყრილია ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში დაწესებული სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულთა და ხსენებათა საგალობლები. კრებული იწყება შობით და თანმიმდევრულად მთელი წლის დღესასწაულთა საგალობლებს შეიცავს. კალენდარული თანმიმდევრობა დარღვეულია მარტსა და აპრილში, რადგან აქ ჩართულია დიდმარხვისა და ზატიკის მოძრავი დღესასწაულების საგალობლები. ი. ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების საწყისებთან დგას და თავისი დროის უნივერსალურ საგალობელ კრებულს წარმოადგენს. დაწერილია ე. წ. „წყობილი სიტყვით” რიტმიკა დამყარებულია შინაარსობრივად შეკრულ ტაეპთა „რიცხვედობაზე“ ყოველ გალობას თან ახლავს თავისი მუსიკალურ-რიტმული მოდელი –ძლისპირი. ცნობილია მიქაელ მოდრეკილის - ი., გრიგოლ ხანძთელის მიერ შედგენილი „საწელიწადო ი“. აწ არს ხანძთას ჴელითა მისითა“ გრ. ხანძთელი) დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწადოჲ იადგარი“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3