ია იბ იგ იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ
იაბ იაგ იად იავ იაკ იამ იან იარ იას იატ იაფ იაშ იახ იაჰ

იადგარ დაუდი

XV ს. ენციკლოპედიური ხასიათის ქართული სამედიცინო ძეგლი (ავტორია დავით XI - დაუთ ხანი). მოიცავს იმდროინდელი მედიცინის თითქმის ყველა საკითხს. წიგნის ზოგად ნაწილში მოკლე ანატ.-ფიზიოლოგ. მონაცემების შემდეგ დეტალურადაა განხილული ჰიგიენისა და დიეტიკის საკითხები და დიაგნოსტიკური საშუალებები. აღწერილია პროფილაქტიკისა და მკურნალობის წესები, ძილისა და სიფხიზლის, სქესობრივი ჰიგიენის საკითხები; განხილულია საკვები პროდუქტებისა და მათი სამკურნალო საშუალებების თვისებები. თანმიმდევრულადაა განხილული იმ დროს არსებული თითქმის ყველა დარგი: პირველ რიგში ნერვული და ფსიქიატრიული დაავადებანი; თვალის, მედიცინის ყურის, კბილის, სახსრებისა და კანის სხვა ორგანოთა დაავადებები, ციებცხელება, მოტეხილობა, სიდამწვრე და ა.შ. თითქმის ყველა დაავადება ცალცალკეა დახასიათებული, აღწერილია აგრეთვე კლიმატურ-ბალნეოლოგიური და სხვა ბუნებრივი ფაქტორების სამკურნალო გამოყენება.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9