ია იბ იგ იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ
იაბ იაგ იად იავ იაკ იამ იან იარ იას იატ იაფ იაშ იახ იაჰ

იაკობი

ბიბლიის მიხედვით ისრაელთა მოდგმის ერთ-ერთი პატრიარქი, ისააკის ძე. თორმეტი შე ჰყავდა, რომლებიც შემდგომ ისრაელიტთა თორმეტი ტომის მამამთავრები გახდნენ. იაკობმა არაერთხელ მოატაცებინა თავის ტყუპისცალი ძმა ესავი, რის გამოც იაკობი გაიქცა ბიძასთან.
 
გზადმიმავალმა სიზმრად ნახა ცად აღმავალი კიბე, რომელზეც ანგელოზები ადი-ჩამოდიოდნენ კიბეზე მდგარმა ღმერთმა იაკობს აღუთქვა, რომ: გზადმიმავალმა სიზმრად ნახა ცად აღმავალი კიბე, რომელზეც ანგელოზები ადი-ჩამოდიოდნენ კიბეზე მდგარმა ღმერთმა იაკობს აღუთქვა, რომ: „ეს მიწა შენთვის და შენი შთამომავლობისათვის მიბოძებია. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება, შენთან ვარ და ყოველთვის დაგიფარავ, არ მიგატოვებ ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს“. ერთხელ სამშობლოში გამგზავრებულ იაკობს უჩვეულო ამბავი შეემთხვა. მთელი ღამის განმავლობაში მას „ვიღაცა“ ერკინებოდა. იაკობმა არ გაუშვა ეს „ვიღაცა“ მანამდე, სანამ მისგან ლოცვა-კურთხევა არ მიიღო. ღმერთმა იაკობს ახალი სახელი შეარქვა ისმაელი“, რაც ღმერთთან მებრძოლს ნიშნავს. „ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9