ია იბ იგ იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ
იაბ იაგ იად იავ იაკ იამ იან იარ იას იატ იაფ იაშ იახ იაჰ

იაშვილი პაოლო ჯიბრაილის ძე

(1894-1937) (ქსე) ქართველი პოეტი. სწავლობდა ჯერ ქუთაისის, შემდეგ ანაპის გიმნაზიაში. რედაქტორობდა ჟურნალ „ოქროს ვერძს“. პარიზში სწავლობდა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. 1ი15 წ. დაბრუნდა ქუთაისში და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად ქართველი სიმბოლისტების „ცისფერყანწელების“ ჯგუფი დააარსა. რედაქტორობდა ჟურნალ „ცისფერ ყანწებს“. პირველი ლექსი „ღმერთო, ღმერთო“ თერგდალეულთა პატრიოტული ლირიკის ინერცია იყო. შემდეგში ე. წ. „ახალ პოეზიას“ ნაზიარები პოეტი ახალ გამომსახველობით ხერხს ეძიებდა. ფართოდ იყენებდა სიმბოლისტურ სკოლათა გამოცდილებას. სამყაროს დასასრულის აპოკალიფსური მოლოდინი, გაორება და სულის მიუსაფრობა გადმოსცა მან ლექსებში: ,ფარშევანგები ქალაქში“, „წითელი ხარი“, „თორმეტი წლიდან აღარ მაცლიდნენ“. ი-ს ადრინდელი ლირიკის გმირი „ბრბოსაგან განდგომილი პოეტი-დენდი ოცნებებისა და ქიმერების ტყვეობაში იყო („ვალერიან გაფრინდაშვილს“, „ავტოპორტრეტი“, „ტიციან ტაბიძე“). ლიტერატურული მისტიფიკაციის მკაფიო ნიმუშია ლექსთა ციკლი „ელენე დარიანის დღიურები. ელენე დარიანი მისი ფსევდონიმია. შემოქმედებითი ევოლუციის პროცესი რთული და მტკივნეული აღმოჩნდა მისთვის. საბოლოოდ დათმო „წმინდა ხელოვნების“ სამსახური ლექსებში „პოეტი და ადამიანი“, „პოეზია როგორც აფრის ტკაცუნი“, „მაგიდა ჩემი პარნასი“. ი. ქართული ვერსიფიკაციის ნოვატორი, ტრიოლეტებისა და სონეტების გარდა ოსტატურად დაეუფლა თავისუფალ ლექსსაც. ნატიფი ბგერწერა, გაუცვეთავი პოეტური ტროპები, ე. წ. „ახალი რითმები“, ზომიერად გამოყენებული ნეოლოგიზმები და დიალექტიზმები ამდიდრებდნენ მის პოეტურ პალიტრას. ი.-ს ეკუთვნის მოთხრობები: ფერადი ბუშტები“, „სამი ტკივილი“; ლიტერატურული წერილები; ა. პუშკინის, კ ბალმონტს, ვ. მაიაკოვსკის, შ. ბოდლერის, ა. რემბოს, ო. უაილდის და სხვათა თხზულებათა თარგმანები. ლექსების პირველი კრებული 1955 წ. გამოიცა, ხოლო თხზულებათა პირველი ვრცელი კრებული 1959 წ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9