(მით. ლ.-ნი) კოპალა (ძვ.) ხევსურთა და ფშაველთა. წარმართული ღვთაება. მხართეთრი, დევთა და ქაჯთა რისხვა. „კოპალე ბერის“ ბრძოლა დევებთან აღწერილია მრავალ ხალხურ ლექსში და თვით ვაჟას პოეზიაში. კოპალამ დახოცა ცხრა ძმა დევი და მათი მამა. ამ ბრძოლაში კოპალას თან ახლავს იახსარი. კოპალა ქართულ მითოლოგიურ სახეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი სახეა და ნახევრად ღმერთია. კოპალა და იახსარი ღვთისშვილები არიან, მაგრამ ადამიანთა შორის ტრიალებენ ბერძენთა ღმერთების მსგავსად, ებრძვიან მავნეს. მათ მრავალ ლექსში უმღერის მთის ხალხი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3