(980–1066) იბნ საიდ იანიაჰია ალ-ანტაქი, ქრისტიანი არაბი ისტორიკოსი და ექიმი. შეადგინა „მსოფლიო ისტორია“. მასში საინტერესო ცნობებია საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ კეისარ ბასილი II-ის დროს. კერძოდ, დავით III-ის კურაპალატად დანიშვნა; ტაოს გადასვლა ბიზანტიის ხელში, მისი დაბრუნება გიორგი I-ის მიერ და ქართველთა მეფის კავშირი ეგვიპტის ხალიფა ალ-ჰაქიმთან ბიზანტიის წინააღმდეგ ერთდროული ლაშქრობის მოს-აწყობად, ამ მოლაპარაკების დაშლა, ბასილის ხელახლა ლაშქრობა საქართველოში 1020 წ. ბიზანტიის მიერ მიტაცებული ქართული მიწა-წყლის დროებით დაბრუნება და სხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3