აღ. და სამხ. საქართველოსა და ამ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს სახელწოდება ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში. გვიანდ. შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში „ივერია“ იხმარებოდა მთელი საქართველოს აღსანიშნავად. ამასთან აღმ. საქართველოს უწოდებდნენ ზემო ივერიას, ხოლო დას. საქართველოს ქვემო ივერიას. ამ სახელწოდების წარმომავლობა ნათელი არ არის. იგი გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. ზოგი მას ქართულ „იმერს“ უკავშირებს (იქითა მსარე) და მიიჩნევს დას. საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად. ბერძნებთან ი.-დ ცნობილი ქვეყანა ადგილობრივ „ქართლად“ იწოდებოდა. ელინისტური ხანიდან მ. მუდამ ერთ გარკვეულ პოლიტიკურ ერთეულს (სახელმწიფოს) აღნიშნავდა, რომელიც აღმ. და სამს. საქართველოს ვრცელ მიწაწყალს მოიცავდა ამ ტერიტორიაზე უმეტესად აღმოსავლურ-ქართული ტომები (ქართები იბერები) სახლობდნენ. „საქართველო ჩვენი დედაა, ლაზებო, ხოლო იბერიელები ყმებია ჩვენი.“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3