(980-1037) (ლათინიზებული ავიცენა) (ქსე) ფილოსოფოსი, ექიმი, პოეტი. მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და სპარსეთში. ისლამის რელიგიის ჩარჩოებში შეძლო ანტიკური ფილოსოფიისა და მეცნიერების კრიტიკულად ათვისება და თავისი დროის მთელი ცოდნის სისტემატიზაცია. მისი მთავარი შრომაა ფილოსოფიური ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ლოგიკას, ფიზიკასა და მეტაფიზიკას. ი-ს. დაქადებოდა მეცნიერებისა და განათლების სიკეთეს. სპარსულ რობაიებში მწარედ დასცინის თანადროული ცხოვრების და ორთოდოქსული ისლამის მანკიერ მხარეებს. ი-ს.-ს უმნიშვნელოვანესი სამედიცინო თხზულებაა „სამკურნალო მეცნიერების კანონი“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3