ია იბ იგ იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ
იგა იგნ

იგავ-არაკი

ეპიკურ-ლირიკული ჟანრის ნაწარმოები, ზნეობრივ-დამრიგებლობითი ხასიათის თხზულება, რომლის გმირებია ცხოველები, მცენარეები მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები. ამ ჟანრისათვის დამახასიათებელია ნართაული, გადაკრული თქმა, ალეგორიულობა, ი.-ა. შეიძლება იყოს როგორც პროზაული, ისე ლექსითი. პირველის მაგალითია ს. ს. ორბელიანის იგავ-არაკები, მეორისა ლაფონტენის, კრილოვის, აკ. წერეთლისა და სხვათა ნაწარმოებები. ი-ა.-ს ლიტერატურაში ხშირად ეზოპეს ენას უწოდებენ, რადგან ამ ჟანრის ფუძემდებელი იყო სახელმოხვეჭილი ბერძენი მწერალი ეზოპე. მსოფლიოში დიდი მეიგავეები არიან: ეზოპე, ფედრა, ლაფონტენი, ს. ს. ორბელიანი, კრილოვი. ი-ა.-ში ორი მომენტია საყურადღებო: ა) ერთ შემთხვევაში ნაწარმოების დედააზრი დასკვნის სახით აფორიზმითაა წარმოდგენილი; ბ) შინაარსი დაფარულია ცხოველის სახეში შეიძლება ადამიანის სახეშიც. ავტორის აზრი ამოსაკითხავია, ამოსაცნობია, ამიტომაც ი-ა.-ს მეტაფორული იერი დაჰკრავს.(ა. ჭილაია)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9