მიმართულება ფილოსოფიაში, რომლის მიხედვითაც იდეა, ცნობიერება, სული არის პირველადი, ხოლო მატერია, ბუნება, ყოფიერება მეორადი (საპირისპირო მატერიალიზმი). 1) სუბიექტური ნ. უარყოფს ობიექტურ რეალობას და ამტკიცებს, რომ საგნები და მოვლენები არსებობს მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაში. 2) ობიექტური ნ. ამტკიცებს, რომ ყოველივე არსებულის საფუძველი არის სამყაროს მიღმა „ობიექტურად“ არსებული „აბსოლუტური იდეა,“ „მსოფლიო სული,“ არამატერიალური საწყისი (საბოლოო ანგარიშში ღმერთი).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3