ია იბ იგ იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ
იეგ იეზ იეთ იერ იეს იეღ

იეთიმ გურჯი(იეთიმ იბრაჰიმის ძე დაბღიშვილი)

(1875-1940) ქართველი სახალხო მომღერალი-მელექსე, თბილისური აშუღური პოეზიის ერთერთი უკანასკნელი წარმომადგენელი. 1905-07 წწ. რევოლუციის დროს ბაქოს ნავთის სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა მუშათა დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა. 1895 წ.-დან თხზავდა ლექსებს ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე. პოემა „ანაბაჯის ლექსი“, ლექსთა კრებული „ახალი მგოსანი და სიმღერები“, „იეთიმის ახალი ლექსები“, „ტანგო“ და სხვა ი. გრიშაშვილმა და ა. თევზაძემ გამოსცეს რჩეულში „რჩეული ლექსები“. მ. ზ.- ის ლექსები უმთავრესად სიმღერის სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის მისწრაფებანი, სიმართლის იდეალები და თბილისური ბოჰემის განწყობილება.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9