ბერძენთა სამყაროს და მთელი ევროპის უძველესი და უპირველესი პოეტი – მგოსანი, პოეტთა პატრიარქი. გადმოცემით ბრმა ბერიკაცი რომლის სამმობლო კუთხის პატივს შვიდი ქალაქი ცილობდა (დაბადების ადგილი და თარიღი უცნობია. ვარაუდობენ ძვ, წ. IX--VIII ს.ს. შორის). თავისი დიდი ეპოსით „ილიადა“ და „ოდისეა“, აგრეთვე, მის სახელთან დაკავშირებული ჰიმნებით მსოფლიო პოეზიის სათავეებთან დგას. მისგან მომდინარეობს ხატოვანი თქმა „ფრთიანი სიტყვა“ ე. ი. სიტყვა, რაც მთქმელის ბაგიდან მსმენელის ყურამდე მიფრინავს. ჰ. იყო მთელი ანტიკურობისათვის უდიდესი პოეტი „ელადის მასწავლებელი“, არა მარტო პოეზიის, არამედ ისტორიოგრაფიის, ფილოსოფიის, გეოგრაფიის და მეცნიერების თითქმის ყველა სფეროს მამამთავარი. ქართულ ლიტერატურაში ჰ.-ს დიდი ხანია ღირსეული ადგილი აქვს. ძვ. ქართულ ლიტერატურაში იგი არაერთგზისაა მოხსენიებული როგორც ჩინებული პოეტი „გრიგოლ ორბელიანმა ყაზბეგს ქართველთა ჰომეროსი უწოდა" (სასკ. სასლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3