ია იბ იგ იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ
ილა ილი ილუ

ილია II

(ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1977 წ-დან. 1956 წ. დაამთავრა მოსკოვის სასულიერო სემინარია, 1960 წ. სას. აკადემია. 1959 წ. ბერად აღიკვეცა თბილისში. იმავე წლიდან ბერმონაზონია ზაგორსკის მონასტერში. შემდეგ იღუმენი. 1963 წ-დან შემოქმედის ეპისკოპოსი, შემდეგ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 1963-1972 წ.წ. მცხეთის სას. სემინარიის რექტორი. 1960 წ. ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია „ათონის ივერთა მონასტრის ისტორია“, 1978 წ. აირჩიეს მსოფლიოს საეკლესიო საბჭოს ერთ-ერთ პრეზიდენტად. მონაწილეობდა მშვიდობის დაცვის რამდენიმე ფორუმში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9