1819- 1820 წწ. ანტიკოლონიური სახალხო აჯანყება ცარიზმის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ. მრავალ ჩაგვრასა და სისასტიკეს დაერთო აქაური ეკლესიის მოსპობაც. საეკლესიო საქმეებს რუსი მიტროპოლიტი თეოფილაქტე განაგებდა, რომელმაც მეტისმეტი სიმკაცრით აჯანყება გამოიწვია იმერეთში. თეოფილაქტე ტფილისში გაიქცა. აჯანყების შტაბის ალაგი გასცეს. მეთაურები დააპატიმრეს და ათი მათგანი ჩამოახრჩვეს. აჯანყება ულმობელი ზომებით იქნა ჩახშობილი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3