მიმართულება ხელოვნებაში, რომელიც შეიქმნა მე-19 ს, მეორე ნახევარში საფრანგეთში. ცდილობდა გადმოეცა მხატვრის უფაქიზესი სუბიექტური განცდები, წუთიერი შთაბეჭდილებანი და განწყობილებანი. მხატვარ კ. მანეს ნახატის სახელწოდების მიხედვით, რომელიც ექსპონირებული იყო პარიზის გამოფენაზე 1874 წ- „იმპრესიონიზმისა და რეალიზმის ორგანული შერწყმის შედეგად არის მიღებული ნიკო ლორთქიფანიძის მწერლური თავისებურება“ („ნიკო ლორთქიფანიძე“ ტ. კვანჭ.) (ანდ. ჭილ.) მხატვრული ლიტერატურის მიზანია წარმოგვიდგინოს არა საგანი, არამედ საგნისაგან მიღებული შთაბეჭდილება. ძირითადი ამოცანაა რამდენიმე შტრიხით ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა მკითხველზე, მაყურებელზე. ზოგჯერ საინტერესოა არა ცხოვრება მთლიანად, არამედ ფრაგმენტები ამიტომაც იმპრესიონისტებისათვის მთავარი ჟანრებია ლირიკული თავისუფალი ლექსი, ლირიკული პროზა, უინტრიგო ეტიუდი, ესკიზი, ნოველა.
- „განა უფლება არ აქვს ბელეტრისტს შემთხვევითი “შეხვედრანი, ყურმოკრული ხმები, წუთიერი შთაბეჭდილებანი გადასცეს თავის მეგობარს მკითხველს? მე სხვადასხვა სურათს მოგაწვდენ ცხოვრებიდან. მათი ერთმანეთთან შეკავშირება შენთვის მომინდვია- მე მაინც მგონია, რომ მკითხველს მოსწყინდა ყველაფერი უკვე შემუშავებული, თავთავის ადგილზე ჰპოვოს. მწერალმა მარმარილო, ტილო, საერთო აზრი, ჩარჩო, ორისამი ხაზი დაამზადოს, დამთავრება, დაბოლოება მკითხველის გემოვნებასა და სურვილს მიანდოს“ („უიალქნოდ“ ნ. ლორთქ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3