ია იბ იგ იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ
ინა ინგ ინდ ინკ ინს ინტ ინფ

ინგოროყვა პავლე

(დაბ. 1893 წ) ქართველი ლიტერატურათმცოდნე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტ.-ფილ. ფაკ.-ტი. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნის ინიციატორი. 1924-25 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „კავკასიონს,“ 1928 წ. დააარსა გამომცემლობა „ქართული წიგნი.“ 1936-38 წწ. იყო „დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ რედაქციის განყოფილების გამგე. ი..ს ნაშრომი „ძველქართული სასულიერო პოეზია“ ქართული სასულიერო პოეზიის ძეგლთა შესწავლისა და გამოცემის ერთ-ერთი პირველი ცდა იყო. ი.-ს ფუნდამენტურ ნაშრომში „გიორგი მერჩულე (1954 წ) ფაქტობრივად განხილულია V-X ს.ს. მთელი ქართული სასულიერო პოეზია. ი.-მ ორჯერ გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“ და ორი მონოგრაფია რუსთაველზე; მონოგრაფიები: „ნოკოლოზ ბარათაშვილი“, „აკაკი წერეთელი“, „ილია ჭავჭავაძე.“ მისივე რედაქტორობით გამოიცა გ. მერჩულეს „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“, „ჩვენი საუნჯის“ VI ტომი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9