ძველისძველი ტაძარი ოდიშში, X-XI სს ბაგრატოვანთა საძვალე. სამონასტრო კომპლექსის ცენტრში დგას ტაძარი. სამხრეთის კედელზე გამოსახულია ქტიტორი –ბაგრატ III (ეკლესიის მოდელით ხელში). ახლანდელი ნაგებობა XIII-XV სს. განეკუთვნება.
- „განა მამამზემ და ზვიად ერისთავმა არ წაიღეს ბაგრატის გვამი ბედიაში დასამარხავად? („დიდოსტატის მარჯვენა“ გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3