ბიზანტიელი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი ღა მწერალი, ბერძნული პატრისტიკის სისტემატიზატორი დაიბადა არაბი ქრისტიანის ოჯახში. საეკლესიო და სასულიერო განათლება მიიღო სიცილიელი სამხ. ტყვე კოჭზმასაგან, რომელთანაც ერთად ბერად შედგა იერუსალიმში, საბას მონასტერში, სადაც გააჩაღა სალიტერატურო მოღვაწეობა. შეაჩვენეს ხატთაყვანისმცემლობისათვის. მისი მთავარი ფილოსოფიური შრომაა „წყარო ცოდნისა“. ლიტერატურის ისტორიაში ი. დ. შევიდა, როგორც გამოჩენილი პოეტი, საეკლესიო საგალობლების ავტორი. ი. დ. - ის მრავალი თხზულება ქართულად თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებმა, ეფრემ მცირემ, არსენ იყალთოელმა, რომლის თარგმანითაც უხვად უსარგებლია სულხან-საბა ორბელიანს „სიტყვის კონის“ შედგენის დროს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3