სახარების თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე იესო ქრისტე მდ. იორდანეში. იოსებ ფლავიუსის ცნობით, ი. ნ. ჰეროდე I-ის თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის ჰეროდიას საამებლად ი. ნ. საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა. ი. ნ.-ის კულტი ქრისტიანობაში უფრო ადრინდელი ებრაული სექტიდან უნდა შემოსულიყო. ი. ნ. თემა აისახა ხელოვნებაში.
- „შარშან ნათლისმცემლის მოკვეთის დღეს ხორცი უჭამია“ („კაცია ადამიანი?!“ ი. ჭავჭ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3