ია იბ იგ იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ
იოა იოგ იოს იოტ

იოსები

ბიბლიური პერსონაჟი, იაკობისა და რახილის პირმშვენიერი და საყვარელი ძე. შურიანმა ძმებმა იოსები მონად მიჰყიდეს ვაჭრებს, რომლებმაც იგი ეგვიპტეში წაიყვანეს. იე მ. ჯერ საპყრობილეში მოხვდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ფარაონის კარზე აღზევდა და მამა და ძმები ეგვიპტეში მიიწვია. ი.-ის სიკვდილის შემდეგ ებრაელები ეგვიპტეში მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ და მონობისაგან თავის დასაღწევად მოსეს წინამძღოლობით ქანაანში დაბრუნდნენ. თქმულება ი.-ზე გამოძახილია ებრაელთა ისტორიაში მომხდარი მიგრაციებისა. ი.-ის თქმულების ცალკეული სიუჟეტები დამუშავებულია მხატვრულ ლიტერატურაში. ქართულში აღსანიშნავია „იოსებ ზილიხანიანის“ ანონიმური ვერსია და თეიმურაზ I-ის ამავე სახელწოდების პოემა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9