(1809-1875) ქართველი ისტორიკოსი. დაამთავრა პეტერბურგის სას. აკადემია. ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხთ შემდეგ მუშაობდა თბილისის სემინარიაში ფილოსოფიისა და ფიზიკის მასწავლებლად. 1849 წ. იმოგზაურა საბერძნეთში, მოინახულა ათონის ივერთა მონასტერი, შეისწავლა ქართული კულტურის ძეგლები. ი. იყო ათენის არქეოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი, აქტიურად თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული მარი ბროსესთან. მსოფლმხედველობით იდეალისტი იყო. მისი აზრით, ისტორიულ პროცესს წარმართავდა უზენაესი განგება. ი.- ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძვ. ქართული ლიტერატურის ძეგლების შესწავლასა და გამოცემაში. გამოსცა ჩახრუხაძის „თამარიანი“, შავთელის - აბდულმესიანი“, იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლა, ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობა“. იგი ანტონ I-ის სკოლისა და ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო. „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის დროს ი. მამათა“ ბანაკს ემხრობოდა. ძვ. თაობის წინააღმდეგ „გამოცანებში“ (1871 წ. ი. ჭავჭავაძემ სხვა მოღვაწეთა შორის ი.- ც გაკენწლა.)
- „ცნობილმა მოღვაწემ პლატონ იოსელიანმა გამოსცა ქართული კალენდარი“ (სასკ. სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3