(დაბ. 1930 წ.) ქართველი მწერალი. თხზულებებს აქვეყნებს 1954 წ-დან. მოთხრობების პირველი კრებულია „კარის მეზობლები“. არის ნოველების, რომანების, პიესების, კინოსცენარების ავტორი. რომანებში „ვარსკვლავთცვენა“, „ტყვეთა ტყვე“, „შავი და ცისფერი მდინარე“ მთავარია ომის თემა. ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეა გამახვილებული ყურადღება რომანში „იყო ერთი ქალი. ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე დაიდგა საქართველოსა და საკავშირო თეატრების სცენაზე („ადამიანი იბადება ერთხელ“, „როცა სიყვარული მოვა“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“) ავტორია კინოსცენარებისა „ჩქარი მატარებელი“, „მალე გაზაფხული მოვა“, „თეთრი ქალიშვილი“. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3