ია იბ იგ იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ
ისა ისლ ისმ ისრ ისტ

ისლამი

არაბ. მორჩილება, უფლის მონობა
მაჰმადიანობა, (რწმენა, რელიგია, ადამიანები) მსოფლიოს ერთერთი უდიდესი რელიგია (ქრისტიანობა, ისლამი, ინდუიზმი, ბუდიზმი, იუდაიზმი). ჩაისახა VIIს ს. არაბეთში პატრიარქალურ თემური წყობილების შეცვლისას. სარწმუნოება თითქოს გაანდო ალაჰის ნებით მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა (გაბრიელმა) წინასწარმეტყველ მაჰმადს, ნახევრად ისტორიულ პიროვნებას. ისლამის მთელი მოძღვრება გადმოცემულია ყურანში და შეიცავს 7 დოგმას: რწმენა ერთიანი ღმერთისა და ანგელოზებისა, რომელიც ასე ფორმულირდება: „არა არს ღმერთი გარდა ალაჰისა და მაჰმადია მისი მოციქული“. იგი ყოველი მუსლიმანის თვითშეგნების საფუძველია და მისი წარმოთქმა აუცილებელია ყოველი მუსლიმანისათვის; ასევე აუცილებელია ხუთგზის ლოცვა, რამაზანის თვეს მარხვის დაცვა, აუცილებელი ქველმოქმედება, მექაში მოლოცვა, სარწმუნოებისათვის ბრძოლაჯიჰადი. ი.-ის დღესასწაულებია ყურბან-ბაირამი, ურაზა-ბაირამი, მევლუდი და სხვა. რელიგიის განვითარება აღნიშნულია სუნაში. მ. დაიყო 2 მიმდინარეობად: სუნიზმი და შიიზმი. ი. ცდილობს შეეგუოს ახალ ვითარებას, მეცნიერულ მიღწევებს. მისი მიმდევრები არიან ძირითადად შუა აზიაში, ამიერკავკასიაში, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. სუნიტები არიან ოსმალები, არაბები და სხვა; შიიტები სპარსელები.
 
„უფრო ადვილი იყო მაჰმადის და ქრისტეს მორიგება, ვიდრე სუნებისა და შიების“ („არსენა მარაბდელი“ - მ. ჯავახ).
„აღორძინებული ისლამი ბიზანტიის სამანებს აწყდებოდა („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9