ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბე ბებ ბეგ ბედ ბეთ ბეი ბელ ბენ ბერ ბეს ბექ ბეღ ბეჩ ბეჭ

ბედისწერა

(ფორტუნა) (ქსე) ყისმათი, სვე, ხვედრი, მოირა, ზებუნებრივი ძალა, ბედის წინასწარი განსახზღვრულება, გარემოება, რაც ადამიანის ცხოვრებას გარდუვალი „წერის სახით განაგებს, გარდუვალია და თვით ღმერთებს აძრწუნებს. ღმერთის ნების, „მოსავლის“ წინაშე უძლურია მოკვდავი. ბერძნები და რომაელები ბედისწერას გარდუვალ უსაშველო ზებუნებრივ ძალად თვლიდნენ (ბედისწერის მსხვერპლია ოიდიპოსი გრძნეული მედეა). ბრმა ბედის ძლიერება სწამდათ არამარტო ბერძნებს (ჰომეროსი, ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე, დემოსთენე), არამედ ძველ კოლხებს ქართველთა წარმოდგენით, ადამიანის შობისთანავე ცაზე მისი ბედის ვარსკვლავი ჩნდებოდა, მისი მოწყვეტა სიკვდილს იუწყებოდა. ყრმას ბედის განჩინება შუბლზე ეწერებოდა. „არსაკიძეს და შორენას განსხვავებული ეტლი არგუნა ბედისწერამ.“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9