საქართველოს მეფე-თამარის ე. წ. პირველი ისტორიკოსის თხზულება (XII ს.), რომელშიც აღწერილია თამარისა და მისი მამის გიორგი III-ის ისტორია. ძეგლის ავტორი უცნობია. სხვადასხვა დროს მის ავტორად ვარაუდობდნენ სხვადასხვა ვინმეს. ავტორი განათლებული პიროვნებაა. თხზულება დაწერილია მაღალფარდოვანი ენით, პირველხარისხოვანი ქართული ისტორიული ძეგლია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3