ბიბლიური პერსონაჟი. ქრისტეს 12 მოწაფეთაგანი. მან 30 ვერცხლად გასცა იესო ქრისტე და შეაპყრობინა იუდეველთა მღვდელმთავრებს, რომელთაც ქრისტე ჯვარს აცვეს. იუდა ეამბორა ქრისტეს. რითაც მტერმა შესძლო მისი II ამოცნობა. აქედან მოდის გამოთქმა იუდას ამბორი და საიდუმლო სერობა. ქრისტეს შეპყრობის შემდეგ, როცა იუდამ თავისი ნამოქმედარი გააცნობიერა, მიცებული ფული დააბნია და თავი ჩამოიხრჩო. იგი ისტორიული პიროვნება არ არის, შექმნილი სახეა. მოღალატე კაცის სინონიმად იქცა.
- „მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა“ („ბედი ქართლისა“- ნ. ბარათ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3