ია იბ იგ იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ
იყა

იყალთო

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდ. 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელ მამათაგან ზენონმა VI ს.-ში. ი. კულტურისა და განათლების კერა ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები. აქ გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს აკადემია დაუარსებია. კომპლექსისაგან შემორჩენილია სამი ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მათ შორის აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX ს.ს. ფერისცვალების ეკლესია „ღვთაება“, რომელიც აგებულია იმ ადგილას, სადღაც დაკრძალული იყო ზენონი. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი; პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი მთლიანი დარბაზია, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო განკუთვნილი. ი.- ს აკადემია იყო უმაღლესი სასწავლებელი XI-XII სს. საქართველოში. მონასტრის ეზოში შემორჩენილი საერო ტიპის შენობების ნანგრევები ამას ადასტურებს. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიyო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი. პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც გელათიდან გადმოსულა. ქართულ აკადემიებში სწავლება ძირითადად ტრივიუმკვადრიუმის ციკლის საგნებს ითვალისწინებდა (ტრივიუმი -შუა საუკუნეებში დას. ევროპაში სასწავლო საგნების ერთ-ერთი ციკლი, რომელშიც შედიოდა გრამატიკა რიტორიკა და დიალექტიკა, ხოლო კვადრიუმის ციკლი იყო 4 საგანი: მუსიკა, არითმეტიკა, გეომეტრია და ასტრონომია) ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა და მევენახეობა-მეღვინეობა.
 
„იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა“ („ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ - მ. ლებ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9