ია იბ იგ იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ
იშხ

იშხანი

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი, მდებარეობს ტაოში მდ. ოლთისის მარჯვენა ნაპირზე (ახლა თურქეთის ფარგლებშია). თავდაპირველი ეკლესია ნერსე ეპისკოპოსმა ააშენა, არაბების მიერ დანგრეული და მიტოვებული კი IX ს. ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა განაახლა. საბოლოო სახე ტაძარმა 1832 წ. ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო. ი.-ს ტაძარი ორნამენტის მრავალფეროვნებით, სიმდიდრითა და ხარისხით თავისი დროის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. ზოგიერთი ნუსხის მინაწერი მოგვითხრობს იშხნელ მოღვაწეთა მწიგნობრულ საქმიანობაზე.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9