რევოლუციამდელ რუსეთში: კადეტთა კორპუსის მოსწავლე. კადეტთა კორპუსი დახურული ტიპის სამხედრო საშუალო სასწავლებელი, რომელშიც თავად-აზნაურთა შვილებს ამზადებდნენ ოფიცრებად.
- „რუსეთის მთავრობამ თავადაზნაურთა შვილები რუსეთის კადეტთა კორპუსებში გაგზავნა გასარუსებლად“ (ნ. გრიგ. წიგნი I).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3