ესთეტიკური განცდის არსის აღმნიშვნელი ტერმინი ძვ. ბერძნულ ფილოსოფიაში და ესთეტიკაში. მაგ. პითაგორეიზმი მუსიკას მიიჩნევდა სულის განწმენდის საშუალებად, პლატონის აზრით მ. ათავისუფლებდა სულს სხეულებრივი განცდისაგან. არისროტელე ხაზს უსვამდა ტრაგედიისა და მუსიკის აღმზრდელობით და განმწმენდ მნიშვნელობას, მათი საშუალებით ადამიანი თავისუფლდება აფექტებისაგან. ზ. ფროიდი ამ ტერმინით აღნიშნავდა ფსიქოთერაპიის მეთოდს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3