მომთაბარე არაბი მესაქონლეები (უპირატესად მეაქლემეები) წინა აზიასა და ჩრდილო აფრიკაში. ევროპულ ლიტერატურაში ბედუინს უწოდებენ აგრეთვე ნახევრად მომთაბარე არაბებს, რომლებიც მესაქონლეობასთან ერთად მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ.
- „მყუდრო ღამეში მოხეტიალე ბედუინს სიზმრად მინახავს მხარე.“ (გ, რაბ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3