კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კაბ კად კაე კავ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაფ კახ

კათოლიკობა, კათოლიციზმი

(რწმენა, ღმერთები, ადამიანები) ქრისტიანული ეკლესიის. ერთ-ერთი მთავარი მიმდინარეობა, შტო, რომელიც საგრძნობი განსხვავებით უპირისპირდება მართლმადიდებლურ ღა პროტესტანტულ ეკლესიებს. თავიდანვე აცხადებს თავს მსოფლიო მასშტაბით საქრისტიანოს მეთაურად (რამდენადაც ქრისტეს სამოციქულო ტახტი მის ცენტრში რომშია). ჯერ კიდევ IV ს.-ში მოხდა დიდი გათიშვა დას. კათოლიკურ და აღმ. მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. მრავალმხრივი წინააღმდეგობა გაღრმავდა და ბოლოს მოხდა სრული გაყოფა (1054 წ.) მათი წესების დოგმების, შეხედულებათა განსხვავება გამოიწვია დას.- სა და აღმ.-ს შორის არსებულმა სოციალურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა განსხვავებებმა, პირველობისაკენ მისწრაფებამ. კათოლიკურმა ეკლესიამ ღვთაებრიობის შარავანდედით შემოსა ფეოდალური წყობილება. ფუფუნებით, იერარქიით, მბრძანებლური სიმკაცრით თუმცა ეს სულაც არ ეწყობა ქრისტეს სათნო პიროვნებისა და კაცთმოყვარულ ცნებებს. კათოლიკური ეკლესიის საყრდენია ბიბლიის ლათინური თარგმანი წმ. გადმოცემა. მთავარი განსხვავება, პირჯვრის გამოსახვისა და ზოგი სხვა ფორმალური განსხვავების გარდა ისაა რომ კათოლიციზმის გაგებით სამების დოგმაში სულიწმინდის მოფენა (გამოსვლა) ხდება მამაღმერთისა და ძე-ღმერთისაგან, მართლმადიდებლები კი ამტკიცებენ, რომ ის მხოლოდ მამისაგან მოდის. კ. დიდად ზრუნავს საეკლესიო დისციპლინისათვის, ქადაგებს ხსნას მხოლოდ ღვთისმსახურთა შემწეობით (ინდულგენციებით ვაჭრობა, ინკვიზიციის სისასტიკე, სულის სახსნელად რომ სხეულს აწამებს). ვატიკანის ყრილობამ დაამტკიცა რომის პაპის უცოდველობის ახალი დოგმა. აქვს ცენტრალური იერარქიული ორგანიზაცია, დისციპლინა, დიდი ზეგავლენა და თანხები, უზენაესი ორგანოები, ბერთა ორდენების მტკიცე კავშირი. ყოველნაირად ამართლებს ბურჟუაზიულ წყობილებას; ქადაგებს მშვიდობას, გამანადგურებელ იარაღს კრძალავს, ლოიალურია.
 
„ქართულ ორთოდოქსულ ეკლესიას საბა თითქოს შეუჩვენებია კათოლიკობაში გადასვლისა და კათოლიკე პატრების მოყვანის გამო“ (სასკ. სახ-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9