კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კაბ კად კაე კავ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაფ კახ

კაკაბაძე დავით ნესტორის ძე

(1889-1952) (ქსე) ქართველი ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნ.-ტის ფიზ. მათ. ფაკ.-ტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. გაეცნო რუსულ და დასავლეთევროპულ მხატვრობას და დაიწყო ძვ. ქართული ხელოვნების კვლევა (ნატურიდან დახატული პეიზაჟები, ავტოპორტრეტები, პორტრეტები). რეალისტურ ნამუშევრებთან ერთად კ.-ემ შექმნა კუბისტური ხასიათის სურათებიც („დასაფლავება იმერეთში“, „ავტოპორტრეტი“). შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლი, რომელშიც მოცემულია იმერეთს ბუნების განზოგადებული სახე. მხატვრულად გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი: პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება“, შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“, დ. კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი“, ი. მოსაშვილის „სადგურის უფროსი“, პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“. დ რონდელის ფილმი „დაკარგული სამოთხე“. კ. არის ქართული თეატრის დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე მოაზროვნე მხატვარი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9