კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კაბ კად კაე კავ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაფ კახ

კაკაბაძე პოლიკარპე მალხაზის ძე

(1893-1972) ქართველი დრამატურგი. 1911 წ. დაასრულა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია პირველი ნოველაა „ბრძენი მოქანდაკე“, პიესა „გზაჯვარედინზე“. დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს კომედია „ყვარყვარე თუთაბერი“, რომელშიც გვაჩვენა მძაფრი ისტორიული ქარტეხილების ფონზე შემთხვევით ამოტივტივებული გაიძვერა მედროვის ყვარყვარეს მხატვრული სახე ქართული ფოლკლორის გმირის ნაცარქექიას ნიღბით აღჭურვილი ყვარყვარე ზოგადსაკაცობრიო ტიპიც არის. კ.-ის პიესებია: „შეხვედრა მშენებლობაზე, „ბედნიერი სამჭედლო“, „ციცინათელა“, „პაექრობა“; ისტორიული პიესა „კახაბრის ხმალი“; დრამატული პოემები „მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი“, მეფე ბაგრატ მეშვიდე“. ტრაგედია მეფე დიმიტრი თავდადებული“. პიესა „ყვარყვარე თუთაბერის“ მიხედვით გადაღებულია ფილმი „ყვარყვარე“.
 
„უნიჭიერესი ქართველი კომედიოგრაფის პოლიკარბე კაკაბაძის პიესა „ყვარყვარე თუთაბერი“ დღესაც წარმატებით იდგმება თეატრში“ (სასკ. სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9