ერთნაირი ბგერადობის, მაგრამ სხვადასხვა შინაარსის მქონე მოსწრებული სიტყვების თამაში, ფორმალურ მსგავსებაზე აგებული სიტყვა-ფრაზები, გონებამახვილური სხარტი თქმანი (მაჯამა, ზმა, ხალხური გამოცანა).
- „აბლი-ბაბლი ოქროს ტახტი, დღით ავიღე, ღამით დავდგი.“
- „ელასა, მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა, მთქმელსა და გამგონებელსა ღმერთი გწყალობდეთ ყველასა.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3